ავტორი:

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!

პრემია "იკა" და "არტარეა" უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრობლობენ! "არტარეა" პრემიის მთავარი პარტნიორია კულტურული პლატფორმის მიმართულებით.

12 დეკემბერს, 19 საათზე არტარეას სივრცე იკა 2018-ის გამარჯვებულების გამოფენა / Show-case-ს დაეთმობა, რომელიც გააერთიანებს ნიჭიერი, ახალგაზრდა არტისტების მულტიმედიურ ექსპოზიციას ერეკლე გეწაძის ლაივ მუსიკის თანხლებით.

გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ პრემია იკას გამარჯვებულების ნამუშევრები, მოუსმინონ საინტერესო სტუმრებს, შეიტყონ 2019 წლის სიახლეები და გაიცნონ ჩვენი პრემიის მიერ, გასული წლის დეკემბერში შერჩეული სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა არტისტები.

პროგრამა:

19:00 - მისალმება: სანდრო კაკულია პრემია იკა; ტასო ჩხეიძე - არტარეა

19:20 - გამარჯვებული არტისტების მისალმება - რა მოუტანა მათ პრემია იკას მიღებამ?!

19:40 ლაივ music - ერეკლე გეწაძე

პოსტერის სივრცე - თეო თეოიძე (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

ილუსტრაციის სივრცე - აჩიკო კანდელაკი ( IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

ლიტერატურის სივრცე - ბექა ყორშია (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

გარე სივრცე - ერეკლე გეწაძე (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

დასწრება თავისუფალია

დასაწყისი: 19:00 სთ; მისამართი: დოდო აბაშიძის #10

ექსპოზიცია გადანაწილებული იქნება არტარეას საგამოფენო სივრცის სამ პავილიონში. მარჯვენა პავილიონი დაეთმობა პოსტერის ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტის - აჩიკო კანდელაკის მულტიმედიურ ნამუშევრებს.

მეორე, მარცხენა პავილიონი დაეთმობა გამარჯვებულს ნომინაციაში ილუსტრაცია - თეო თოიძე, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს წარმოგიდგენთ არა მხოლოდ კედელზე, არამედ რამდენიმე დადგმული ეკრანის საშუალებით.

ცენტრალურ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტის - ბექა ყორშიას ლიტერატურული ინსტალაცია

პრემია იკას მუსიკის ნომინაციაში გამარჯვებული ერეკლე გეწაძე გამოფენის ფარგლებში წარმოგვიდგენს ლაივ პერფორმანსს არტარეას გარე სივრცეში. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკოსი მსმენელის წინაშე წარდგება პროექტ „თვაილაითის“ ავტორ ტუსია ბერიძესთან ერთად.

პრემიის ოფიციალური წარმდგენია "ტერაბანკი"

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

"პროექტიდან მიმაქვს ბევრი სიყვარული და არაერთი კარგი მოგონება..." - ანრი გუჩმანიძემ "საქართველოს ვარსკვლავი" დატოვა

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს