სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"

სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქის მერი, რომელიც დავით ნარმანიას მსგავსად მოიქცეოდა, იმავე დღეს ბოდიშს მოიხდიდა და თანამდებობას დატოვებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინცაძემ განუცხადა, დავით ნარმანიას საჯარო სამსახურში მუშაობა და საჯარო სივრცეში ადამიანებთან ურთიერთობა საერთოდ უნდა აეკრძალოს, რადგან მან ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის.

"არამხოლოდ ცივილიზებულ სახელმწიფოში, სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც და თვით რუსეთშიც კი მერი გადადგებოდა. 100% გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ სერგეი სობიანინს ამის ნახევარი თავხედობა რომ გამოეჩინა, პუტინი მას საჯაროდ ურჩევდა გადამდგარიყო. საოცარია ის, რომ ნარმანია სხვას "მაიმუნს" უწოდებს. ეს არავითარ ჩარჩოებში აღარ ჯდება. სახელმწიფო მოხელეობა მხოლოდ პრივილეგიები ჰგონიათ და ეს მხოლოდ ნარმანიას არ ეხება. ქართულმა ჩინოვნიკურმა ფენამ ვერ გაათვითცნობიერა ის ფაქტი, რომ ისინი დროებით დაქირავებულები არიან. მე რომ ხმა მიმიწვდებოდეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევეკითხებოდი - უღირს ეს არაფრის მაქნისი მერი, რომელიც ამავე დროს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელ და შემაძრწუნებელ უხეშობასა და უზრდელობასაც ავლენს საჯაროდ", - განაცხადა ცინცაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ნარმანია თავად არ გადადგება და ამიტომ საზოგადოებამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უნდა მოსთხოვოს, რომ თბილისის მერს გადადგომა აიძულოს.

"ეს საჯარო გინება იყო ფაქტობრივად, თანაც ორმაგი. თან ვინ ამბობს ამას, რომელი გრეგორი პეკი ან ალენ დელონი ეგ მყავს?! ეს არის ალბათ ზენიტი, რომლის მიღმაც არის ის, რომ იარაღი ამოეღო და ესროლა სხდომაზე. თბილისის მერია თბილისელებისთვის იქცა კატასტროფად. მე არ ვიცი, რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა ივანიშვილს?! ნარმანიასგან კი არ უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ რომ თვითონ გადადგეს, არამედ ვინც დანიშნა, იმისგან უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ, რომ დავით ნარმანიას წასვლა მოსთხოვოს", - განაცხადა ცინცაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."