ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს გორის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა

ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს გორის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, თინა გინტური იმყოფებოდა ქ. გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მასსა და რომან ბედიანაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც თინა გინტურმა შურისძიების მოტივით რომან ბედიანაშვილის მოკვლა გადაწყვიტა. მან რომან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა ის, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო შემდეგ ქურდობის გზით დაეუფლა რომან ბედიანაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წაიკითხეთ: "ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თინა გინტური 2016 წლის 10 მარტს ქ. გორში დააკავეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარუდგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ თინა გინტური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ