გოგა ხაინდრავას ფილმში ციხის ეპიზოდის სცენარი ლადო ბედუკაძემ დაწერა: "მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობას"

 გოგა ხაინდრავას ფილმში ციხის ეპიზოდის სცენარი ლადო ბედუკაძემ დაწერა: "მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობას"

ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის - "9+1"-ის სცენარი, რომელიც ციხის კადრებს ეხება, მისი დაწერილია. ამის შესახებ ბედუკაძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განაცხადა.

"როდესაც შარშან შემოთავაზება წამოვიდა ბატონი გოგასგან, მე არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, მისთვის უარი მეთქვა და არ დავხმარებოდი შეძლებისდაგვარად, რომ ის ფაქტები, რაც საზოგადოებამ იხილა გახმაურებული ციხის კადრებით, მხატვრული სახით კვლავ ენახა საზოგადოებას, მაქსიმალურად მიახლოებულიყო რეალობას.

ასევე იხილეთ: "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

ამ ფილმში, მსახიობებთან ერთად, ყოფილი მსჯავრდებულებიც მონაწილეობენ. ფილმი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობას. დეტალები არ ვიცი. გარკვეული პერიოდი ვიყავი ჩართული ამ ფილმში კონსულტანტად, გარკვეული პერიოდის მერე არ ვმონაწილეობდი. პირველი სცენარი, რაც ეხება ციხის კადრებს, ჩემს მიერ არის დაწერილი, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების მიერ. შემდეგ როგორ განვითარდა და საბოლოო სახე რა მიიღო, ჩემთვის უცნობია, რადგან არ მომეცა საშუალება გადაღებას დავსწრებოდი", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

ბედუკაძის თქმით, თვითონ არ აპირებს სერიალის ყურებას, რადგან "ახალს ვერაფერს შეიტყობს".

იხილეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები