რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ყოფილი "ნაციონალის" და ამჟამად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც იგი ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, "ქართული ოცნების" მთავრობის სახეებთან ერთადაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ვაშაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან ზვიად ჯანყარაშვილთან ერთადაა, კიდევ ერთ ფოტოზე კი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მეუღლეებთან ერთად არიან.

ნახეთ ვიდეო| ვაშაძე წინასაარჩევნო სკანდალში: მეტყველებს თუ არა ფოტოკომპრომატები მის კავშირზე "ქართულ ოცნებასთან"

ფოტოებს მითქმა-მოთქმა მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომენტარებში წერენ, რომ "ვაშაძე გაიყიდა", "სატანას მიჰყიდა სული", "მოღალატეა" და ა.შ.

ფოტოების გავრცელებას და უარყოფით კომენტარებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთი სიჭინავა:

"იმედები უნდა გავუცრუო ინტრიგან მეგობრებს :) შეხვედრის ორგანიზატორი მე ვიყავი...  ასეთი დრო დიდი ხანია არ მიტარებია... ყველანი მოვხვდით ერთ სასტუმროში, კარგ ხასიათზე და ერთად გავატარეთ საღამო. პოლიტიკური მრწამსი არ მიშლის ხელს ადამიანებთან ურთიერთობაში", - წერს სიჭინავა.

პოსტის საპასუხოდ ვაშაძის მეუღლემ უარყოფითი კომენტარები ვერ აირიდა. იქვე კომენტარებში ფეისბუქმომხმარებლები უწერენ: "გაქოცებულან"; "ვაიმე ვაშაძეს თავისნაირი დაქლიავებული ცოლი ყოლია...";

"უკაცრავად და, ბედუკაძესთან, ინაშვილთან, კორკოტასთან, წითელაშვილთან და მსგავს ელემენტებთან რომ აღმოჩნდეთ ერთ სასტუმროში, იმათთანაც ასე გაერთობით და სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებთ???.. მოტივით - "აბა რა გვექნა?"... აბა რითი განასხვავეთ ჯანყარაშვილი მაგ ელემენტებისგან??.. არ "პრავდება" ძვირფასო ეგ, არა!" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები პოსტის კომენტარში.

"ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი" - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?