რა კომენტარს აკეთებს ზვიად ჯანყარაშვილი "ნაციონალების" მიერ გავრცელებულ ფოტოებზე

რა კომენტარს აკეთებს ზვიად ჯანყარაშვილი "ნაციონალების" მიერ გავრცელებულ ფოტოებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ყოფილი "ნაციონალის" და ამჟამად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც იგი "ქართული ოცნების" მთავრობის სახეებთან ერთადაა გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოზე ვაშაძესთან ერთად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილია ასახული, კიდევ ერთ ფოტოზე კი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მეუღლეებთან ერთად არიან. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჩაქვში ოჯახთან ერთად ისვენებდა, სადაც მათ შემთხვევით შეხვდა.

გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით "ექსკლუზივ ნიუსთან" საუბრისას კომენტარი გააკეთა ზვიად ჯანყარაშვილმაც.

"მინდა კომენტარი გავაკეთო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელმაც უხერხული გაუგებრობა გამოიწვია და ბევრ ადამიანს მრავალი ინტერპრეტირების საშუალება მისცა. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ჩაქვში ჩემს შვილთან ერთად. ერთ საღამოს ბავშვების კარაოკე ცენტრში ვიყავი ჩემს შვილთან ერთად. გვერდით მაგიდაზე ოჯახთან ერთად მჯდომმა ნოდარ ხადურმა თავის მაგიდასთან მიიწვია განურჩევლად ყველა იქვე მჯდომი დამსვენებლები და მათ შორის მეც ჩემს უფროს ვაჟთან ერთდ, დამდეგი მარიამობა მოგვილოცა რის შემდეგაც ყველა თავის მაგიდას და ოჯახს დაუბრუნდა. როგორც ჩანს პოლიტიკური კონსპირაციების მოყვარულმა რომელიღაც თანამეინახემ დრო იხელთა, ფოტოები გადაიღო და გაავრცელა, რამაც მთელი ეს გაუგებრობა გამოიწვია"- განაცხადა ზვიად ჯანყარაშვილმა.

ასევე ნახეთ: რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."