საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მას ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რას ფიქრობდა ფოტოზე, რომელიც გავრცელდა და რომელზეც გიორგი ვაშაძე, ნოდარ ხადური და ზვიად ჯანყარაშვილი გონიოში, ერთ-ერთ ბარში იყვნენ გადაღებული.
"როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ, ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ მე მგონი არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა "ქართულ ოცნებას". ახლა რომ უნდათ აჩვენონ ეს და სიტუაციის აღრევა შემოიტანონ, მათ ვპასუხობ, რომ ეს არის პირველი "ნაციონალური მოძრაობა" და ბურჭულაძეც იქ მივიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა მცდელობა, რომ პაატა ბურჭულაძეს დაახლოვებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა.
"5-10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.