ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული ნასამართლევი პირია ს.ჯ-ა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსი" მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ