დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევაზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევაზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ დავით ნაცვლიშვილი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, საგამოძიებო უწყების მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ