სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის დროსაც სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

თუმცა, ნიშნიანიძის ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ნუკა ჩიკვაიძე ფეისბუქზე ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და ირწმუნება, რომ მის 27 წლის ქმარს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. როგორც ჩანს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ნიშნიანიძე წინასწარ ფლობდა, რადგანაც მან დღის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და ფეისბუქზე განათავსა. ერთ-ერთი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი, სადაც ნიშნიანიძე ყვება:

იხილეთ ვიდეო

"დღეს 2016 წლის 3 სექტემბერია, საღამოს რვა საათი. სახლში ვარ ჩემ ოჯახთან ერთად, აგრძელებს მილიცია ჩემ შევიწროვებას. ჯერ ერთი მანქანა იყო სუადღეზე, ვიდეო გადავუღეთ, წავიდა, ახლა მეორე მოვიდა დადგა" - ამბობს ნიშნიანიძე. მორიგ ვიდეოში დაკავებამდე რამდენიმე წამია ასახული, როცა კარზე სამართალდამცველები აკაკუნებენ და ნიშნიანიძე კარს აღებს.

ნიშნიანიძის მეუღლე ავრცელებს იმ იარაღის კადრსაც, რომელიც მისი მტკიცებით ჩაუდეს დაკავებულს. ფოტოზე ის ასეთ მინაწერს აკეთებს: "ეს დასკოჩილი იარაღი რატოოოოო უკეთესი ვერ გაიმეტეეეთ!!!!!!" - წერს ჩიკვაიძე ფოტოზე.

ფოტო და ვიდეო ნუკა ჩიკვაიძის ფეიქბუქის გვერდიდან

ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა - კადრები სასამართლოდან

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები