ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" შიდა კვლევებით, "ნაციონალურ მოძრაობას" გურიაში 3 % აქვს

ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" შიდა კვლევებით, "ნაციონალურ მოძრაობას" გურიაში 3 % აქვს

"ქართული ოცნების" შიდა კვლევებით, "ნაციონალურ მოძრაობას" გურიაში 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიასთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია ერთად გაანალიზონ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია.

"შიდა გამოკითხვებში, რომელსაც პარტია ამ ეტაპზე კიდევ არ ახმაურებს, მე ვფიქრობ, გურულებს ყველაზე სწორი აქცენტები აქვთ გაკეთებული. "ქართული ოცნების" შიდა კვლევებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 3% აქვს გურიაში. ყველაზე სწორი შეფასება სწორედ გურულებს აქვთ. მე მოვედი იმისთვის დღეს, რომ არა ანალიზში დავეხმარო, არამედ ერთად გავაანალიზოთ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. იმედი მაქვს, რომ დღეს უფრო მეტს ვისაუბრებთ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებზე. უფრო გამიადვილდება სწორი აქცენტები გავაკეთოთ გურიაში ყველა პოლიტიკურ ძალაზე, ვისაც სურს ქვეყნის მართვაში მოვიდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."