დაუსვი კითხვა თინა ხიდაშელს - "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეების ყველა მწვავე შეკითხვას "პალიტრანიუსზე" უპასუხებს

დაუსვი კითხვა თინა ხიდაშელს - "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეების ყველა მწვავე შეკითხვას "პალიტრანიუსზე" უპასუხებს

Palitranews-ის ეთერში ინოვაციური სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" პარასკევს, 9 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს  თინა ხიდაშელს უმასპინძლებს.

რა გეგმები აქვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გატარებული წელიწადისა და სამი თვის შემდეგ ამჟამად  "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - "პალიტრანიუსის" ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა ყველაზე აქტუალური საკითხები პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

გადაცემაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ფორმა.

"ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა, ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge; ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30; ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30; ან მოგვწერე Skype-ში - Palitra.news", - განმარტავენ გადაცემის ავტორები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."