ზუგდიდში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს ხვდებოდა, რა დროსაც შეკრებილებს ახალგაზრდების ჯგუფი მიუახლოვდა და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეძახილებით "ორგანოებით მოვაჭრე" მიმართეს.

ინციდენტი სანდრა რულოვსის მხარდამჭერებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაჟინებული მოთხოვნით ახალგაზრდებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებენ.

"ეს მოხდა ხელისუფლების დაკვეთით, ამიტომ ეს ხელისუფლება ოქტომბერში დასრულდება", - განაცხადეს მათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."