ყიფშიძეზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო

ყიფშიძეზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. აღნიშნული პირი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა "ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს" მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ