მიხეილ ჯანელიძე - LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება, ეს იყო პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი

მიხეილ ჯანელიძე - LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება, ეს იყო პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი

LIBE-ს კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილება ეს იყო პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გუშინდელი მანდატის შემდეგ, მომხსენებელი უკვე დაიწყებს შესაბამის პროცედურებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესს.

ევროკავშირის კომისიასთან, ასევე საბჭოსთან და სამმხრივ ფორმატში შეთანხმდება ის ტექსტი, რომელიც შემდეგ საბოლოოდ განსაზღვრავს სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მზაობა. ეს გამოხატულია პრაქტიკულად იმ მხარდაჭერით, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან იყო და ასევე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდანაც. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ პროცესი წარმატებით წარიმართება და დასრულდება პოზიტიურად ახლო მომავალში”, - განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."