"ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ

 "ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ

"ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ აღარ გააუბედუროთ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში" - ამის შესახებ დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლემ, ნუკა ჩიკვაიძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, მოსამართლემ წაიკითხა ის გადაწყვეტილება, რაც დაწერილი ჰქონდა.

"თავიდან ვერ მიხვდა მოსამართლე რას ლაპარაკობდა. დაიწყო საუბარი, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. მერე თქვა, რომ არა, არა დაკმაყოფილდეს. ანუ ფურცელს ჩახედა და რაც ეწერა ის წაიკითხა. მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების. მგონია, რომ ხვალ ტანკს "ჩამიდებენ" და ხალხო იცოდეთ, რომ არ მყოლია ეს ტანკი. მე ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და არავის მოყოლილს არ ვუჯერებ, არ ვეყრდნობი და რაც დავინახე ეს ყველაზე მეტად მტკენს გულს. უბრალოდ პოლიციელებს ვთხოვ ასე აღარავინ აღარ გააუბედურონ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში. არაკაცები ხართ", - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "შსს-ში გადაყვანის შემდეგ იძულების წესით დაადებინეს იარაღზე ხელი". როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დაკავების შემდეგ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე არ აძლევდნენ ადვოკატთან შეხვედრის უფლებას.

"მე იარაღი ჩამიდეს. რომ მოვიდნენ სახლში, ვეუბნებოდი, რომ ადვოკატი მყავს, მაგრამ მისი შემოსვლის უფლება არ მომცეს. გადამიყვანეს შსს-ში, ამიყვანეს მე-7 სართულზე, შემიყვანეს რაღაც ოთახში და იძულების წესით მომაკიდებინეს იარაღზე ხელი, მისმევდნენ წელზე, მერე მომიტანეს ბამბა და მეუბნებოდნენ დააფურთხეო, რაზეც ვუთხარი უარი. იყო ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მირტყამდნენ წყლიან ბოთლს. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და ჩემი ნებით დავუფურთხე ბამბაზე. ამის მერე გადამიყვანეს მთავარ სამმართველოში დნმ-ის და ანაბეჭდის ექსპერტიზაზე. იქაც მოვითხოვე ადვოკატი, მაგრამ იქაც არ შემოუშვეს, რის შემდეგაც გადამიყვანეს მცხეთაში და მერე შემახვედრეს ადვოკატს", - განაცხადა ნოდარ ნიშნიანიძემ.

მან ასევე დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინა დაკავების გამო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შეტანილ საჩივარს ეხება.

"სანამ სახლში შემოვიდნენ, ვეუბნებოდი მეუღლეს რომ გადაეღო, რადგან არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ გვქონდა. ამას იქედან გამომდინარე ვაკეთებდი, რომ 2015 წლის 18 ოქტომბერს დამაკავეს და ჩამიდეს იარაღი. 9 თვის შემდეგ სასამართლომ გამამართლა და შევიტანე ამ ყველაფერზე გენინსპექციაში საჩივარი. როდესაც გამათავისუფლეს, სამი დღის შემდეგ შემომითვალეს, რომ დამეტოვებინა ქვეყანა და გამომეტანა საჩივარი გენინსპექციიდან. ამ საჩივარზე არავითარი გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ვერ მივხვდი, ესენი მუშაობენ თუ ხუმრობენ?! სანამ სახლში შემოვლენ ვიდეოს ვწერ და არაადეკვატური ან გიჟი უნდა ვიყო, რომ იარაღი ტახტის ქვეშ მედოს და ამ დროს ვიდეოს ვიღებდე, რომ ახლა შემოდიან და იარაღის ჩადებას აპირებენთქო. მე ქვეყანას არ დავტოვებ, რამდენიც არ უნდა ჩამიდონ. არავითარ საფრთხეს არ წარმოვადგენ და არც იმ საჩივარს არ გამოვიტან. ბოლომდე ჩავყვები, იმიტომ, რომ იარაღი ჩამიდეს და 9 თვე არაფრის გულისთვის ციხეში ჩამსვეს", - განაცხადა ნოდარ ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ