ზეწოლა პოლიციელების მხრიდან - რას პასუხობს შს მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს

ზეწოლა პოლიციელების მხრიდან - რას პასუხობს შს მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს

"თუ სამართალდამცველების მხრიდან გადაცმოს ფაქტი გამოიკვეთება, არავის დავაფრებთ ხელს რეაგირება იქნება ადეკვატური" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილი დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტსაც შეეხო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

"კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. არ დავუშვებთ არც ერთ მოქალაქის უფლების ხელყოფას. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, არავის დავაფრებთ ხელს რეაგირება იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთვევა, რათა ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს. ის რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. ჩვენ სსტემაში 40 ათას პოლიციელამდე მუშაობს, მათი უმრავლესობა პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტია. ეს ადამიანები თქვენი შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას, რადგან სისტემა როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით. ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ინსტუტუია", - აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ