ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს

ფოთში პოლიციის რეიდები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები ქალაქში გადაადგილდებიან.

თითქმის ყველა ავტომანქანას აჩერებენ, ინტერესდებიან მძღოლის ვინაობით, დოკუმენტაციას თხოვენ და საბარგულებს ამოწმბენ. რეიდს ქალაქში ნიღბიანი, ჯავშანჟილეტებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი პირები ატარებენ.

თუ რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული რეიდები, ფოთის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ. ძალოვანი უწყების მიერ მსგავსი რეიდი ფოთში რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ