დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით

დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოსვლის გამო მადლობა გადაუხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ერთობლივ შეხვედრაზე საჯაროდ განაცხადა, მათი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

"მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის - ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ დგას ასე - რომელი გზა არის უფრო მოკლე და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია გვინდა რომ იყოს გაგებული სწორად ქართული საზოგადოების მიერ", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ დელეგაციის საქართველოში ვიზიტი არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირტება იმისა, რომ ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს.

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატო-ს წევრი ქვეყნების, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების დასამყარებლად მთელს მსოფლიოში.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც.

"ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში ნატო-ს საპარლამენტო მიმართულებით ერთ- ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება", -განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."