ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა

ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა

სირიაში ბოლო პერიოდში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ, საზოგადოებამ ახალი ამბავი შეიტყო, "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილის ადგილი ტაჯიკმა გულმუროდ ხალიმოვმა დაიკავა. ტაჯიკი მებრძოლის დანიშვნამ, რომელიც ადრე ამერიკასა და რუსეთში გადიოდა წვრთნებს, ბევრი კითხვა გააჩინა. საკითხზე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს დავუკავშირდით:

- ვინ არის გულმუროდ ხალიმოვი, რა არის ცნობილი მისი წარსულის შესახებ?

- გულმუროდ ხალიმოვი 2015 წლის აპრილამდე ტაჯიკეთის რესპუბლიკის "ОМОН"-ის უფროსი იყო. 2015 წლის აპრილში ის უეცრად გაუჩინარდა და დაახლოებით ივნისში გაავრცელა პირველი ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ ჩავიდა სირიაში, იზიარებდა "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატის იდეას და ორ მეგობართან ერთად ხალიფატის მებრძოლთა რიგებში იდგა.

ამ ფაქტის შემდეგ, ტაჯიკეთმა მისი ძებნა სამშობლოს ღალატის მუხლით გამოაცხადა, ხალიმოვი ასევე იძებნება "ინტერპოლის" მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ გულმუროდ ხალიმოვს საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს, (წლების განმავლობაში ტაჯიკეთში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებს) ის ხალიფატში ამ დრომდე არ იყო ცნობილი პიროვნება, მის შესახებ არ ვრცელდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციები. რაც მთავარია, 2003-დან 2012 წლამდე მან გაიარა რამდენიმე ეტაპიანი წვრთნა, როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამერიკაში მის სწავლებას ტაჯიკეთის ხელისუფლება აფინანსებდა.

გამოდის, "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრი ხდება ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ყველა სტრატეგია. ეს სავარაუდოდ, "ხალიფატს" გაუადვილებს ბრძოლას კოალიციის წინააღმდეგ, რომელშიც რუსეთიც და აშშ-ც შედიან. ვფიქრობ, ხალიმოვის დანიშვნა სწორედ ამით იყო განპირობებული. თუმცაღა, არ არის გამორიცხული, ეს დანიშვნა ხალიფატის ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყოს.

როგორც მოგეხსენებათ, სამხედრო პოსტზე ბათირაშვილის ყოფნა თავის დროზე აღმოჩნდა ერთგვარი სატყუარა მრავალი კავკასიელი ახალგაზრდისთვის, რომელთათვისაც ომარ ალ შიშანი ლამის თაობის გმირადაც იქცა. აქედან გამომდინარე, გულმუროდ ხალიმოვი შეიძლება იქცეს შუააზიელი ახალგაზრდების მისაბაძ მაგალითად და ამით შესაძლოა ხალიფატმა შუა აზიიდან მეტი ადამიანური რესურსი მოიძიოს მებრძოლთა რიგების შესავსებად.

2015 წლის სექტემბერში, აშშ-მ ხალიმოვი იმ 35 კაციან საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, სადაც ასევე იყვნენ "ხალიფატის" მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, ომარ ალ შიშანი - თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი, მისი ადგილსამყოფელისთვის ჯილდოდ აშშ-მ 3 მილიონი დოლარი დააწესა. (თარხან ბათირაშვილისთვის 5 მილიონი და აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ინფორმაციის სანაცვლოდ ამერიკას 10 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.)

- ტაჯიკი მებრძოლის სამხედრო პოსტზე დანიშვნა ხომ არ ნიშნავს ჩეჩნების პოზიციების შესუსტებას "ხალიფატში"?

- ვინც სირიაში მიმდინარე პროცესებში არის ჩახედული, ყველას გაუკვირდა ტაჯიკი ხალიმოვის დანიშვნა, ვინაიდან სირიის ფრონტებზე "ალ შიშანები" ანუ ჩეჩნური ფრთა მათი საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, პრივილეგირებულ ძალას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ თარხან ბათირაშვილს რომელიმე "ალ შიშანი" შეცვლიდა. ზოგიერთი ვერსიით საუბარი იყო თარხანის ძმაზე, თამაზ ცათიაშვილზე, რომელიც ამჟამად "ხალიფატიში" კონტრდაზვერვის მეთაურის პოსტს იკავებს.

გაგრძელება

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა