სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ N6 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ბ-ს მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამოწვევასთან დაკაშირებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა.

შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია არამხოლოდ სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული თარიღის, არამედ მიმდინარე წლის 1-დან 8 სექტემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომლის ნახვა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველსაც შეეძლო. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების არსებობაზეა საუბარი, ჩანაწერში დაფიქსირებულია ისიც, თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით. უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ჩანაწერი. ამასთან, სამინისტრო მიმართავს სახალხო დამცველს ნებისმიერი მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავადაა დაინტერსებული პენიტენციურ სისტემაში არ ფიქსირდებოდეს თანამშრომელთა მხირდან გადაცდომის, მით უმეტეს, არასათანადო მოყრობის არც ერთი ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ