"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე

"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე

2 სექტემბერს, დღის სამ საათზე, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სროლა გაისმა - კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს მიუახლოვდა, ჯერ მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა, შემდეგ კი მძღოლს დაახალა რამდენიმე ტყვია და გაიქცა. მოკლული სოსო ჯოხაძე აღმოჩნდა.

ჯოხაძესთან ერთად მანქანაში ადვოკატი, 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა, ის გულმკერდის არეში დაიჭრა. ადვოკატს ოპერაციაც ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგიც იჯდა. გიორგი ჯოხაძე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია, ნასამართლები იყო მოკლული სოსო ჯოხაძეც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა, მაგრამ სოსო ჯოხაძე სომხეთში ცხოვრობდა და საქართველოში ხანგრძლივი დროით ჩამოსვლისგან თავს იკავებდა. ის ცოტა ხნის წინ თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ შვილი შეეძინა. მისი ახლობლების ინფორმაციით, ადვოკატი იმიტომ ეჯდა გვერდით, რომ პოლიციელებთან უთანხმოებისთვის თავი აერიდებინა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს - 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათობაძეც რამდენჯერმეა ნასამართლები.

სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნათობაძე ციხეში მოხვედრამდე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ადასტურებენ. ბოლოს ნათობაძემ საპატიმრო 2013 წელს დატოვა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

"ბადუკა ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ამის შემდეგ კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის გარკვეული პერიოდის წინ სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ნათობაძე და ძმები ჯოხაძეები ბარში იყვნენ. ბადუკა განგრეულ კაიფში ყოფილა და ძალიან უზრდელად მოქცეულა, ეს არ აპატიეს ძმებმა ჯოხაძეებმა, საცემი იყო და სცემეს. შესაძლოა, ეს გულში ჩაიდო და შური იძია", - ჰყვება ჯოხაძეების ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ყოფილი პატიმარი გია ფაცურია კარგად იცნობს მოკლულსაც და ბრალდებულსაც. ფაცურია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლა და მოუგო. იგი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო და სასჯელს 2004 წელს იხდიდა. გია ფაცურია იხსენებს, რომ მასთან ერთად იჯდა ციხეში ბადრი ნათობაძე და სოსო ჯოხაძე.

გია ფაცურია: "ნათობაძე ნარკოდანაშაულისთვის იჯდა, სოსო ჯოხაძე კი რისთვის იხდიდა სასჯელს, არ მახსოვს. ჯოხაძე ძალიან კარგი ადამიანი იყო, კავშირი არასოდეს ჰქონია ნარკოტიკებთან. მის მკვლელობაში ბრალდებული კი ყველანაირ სიბინძურესთან არის დაკავშირებული.

ბადუკა 2004 წელს მარნეულიდან მოდიოდა დიდი ოდენობით ჰეროინით, მაშინ­ პოლიციისგან გაქცევა­ სცადა, რამდენიმე საპატრულო მანქანა დაამტვრია. ასეთ დანაშაულზე მაშინ სხვებს 20 წელს ან უვადოს უსჯიდნენ, მაგრამ მას რამდენიმე წელი მიუსაჯეს, იმიტომ, რომ შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან.

ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა.

დარწმუნებით ვამბობ, ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის. სოსო ჯოხაძე ყოველთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. მოქალაქე ადვოკატთან ერთად მოძრაობს, იმიტომ, რომ ნებისმიერ პროვოკაციას ელოდება. ეს არ იქნებოდა იმ უბადრუკი ბადუკას ინიციატივა. ვიღაც, ალბათ, რაღაცას დაჰპირდა, თან რაღაცით გამოჭერილი ჰყავდათ. უნდა გაირკვეს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბოლო დროს, სად იშოვა იარაღი, ვინ უთხრა სოსოს მარშრუტი...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ