თბილისში ჰაკერები დააკავეს

თბილისში ჰაკერები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მოქალაქეები - გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ