რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი

რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი

სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია 2014-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში სრულყოფილად არ უთითებს ინფორმაციას მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი და მისსავე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილების საფუძველზე.

2015 წელს სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ანა კვარაცხელია დაინიშნა. მანამდე იგი იმავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპორტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

ანა კვარაცხელიას 2014-2016 წლებში ქონებრივი მდგომარეობის სამი დეკლარაცია აქვს წარდგენილი. სამივე დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრებიდან სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ მეუღლე საბა თევზაძე ახორციელებს, რომელიც შპს "Georgian Herbs"-ის პარტნიორია და მისმა შემოსავალმა ბოლო ორ წელიწადში 65 312,5 ლარი შეადგინა. რაიმე სხვა მონაცემები არცერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."