მინისტრის პოსტი ოთარ დანელიამაც დატოვა

მინისტრის პოსტი ოთარ დანელიამაც დატოვა

ენერგეტიკის მინისტრის გარდა თანამდებობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანელია მინისტრის მოვალეობას დღეიდან აღარ ასრულებს და ამ დროისთვის უკვე სამეგრელოში იმყოფება, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან".

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

დღესვე, არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამშრომლებს დაემშვიდობა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."