ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ. გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი თავის დროზე პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულები.

გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ. 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს გასდის უფლებამოსილების ვადა, ესენი არიან პირველი კოლეგიის მოსამართლე, სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე და მეორე კოლეგიის მოსამართლე ოთარ სიჭინავა.

ქეთევან ირემაძე 10 წლის წინ პარლამენტმა აირჩია, ხოლო ოთარ სიჭინავა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დღეს დანიშნა.

ახალი ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ხდება სასამართლოს წევრი მოსამართლეების მიერ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ