რას ამბობს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ზაქარია ჩიბუხაშვილი, რომელიც სოსო ჯოხაძის მკვლელობას შეესწრო

რას ამბობს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ზაქარია ჩიბუხაშვილი, რომელიც სოსო ჯოხაძის მკვლელობას შეესწრო

ვაკეში 2 სექტემბერს მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ზაქარია ჩუბუხაშვილმა განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო სამი დღის განმავლობაში გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ის უკვე სახლში გაწერეს.

"სამი დღეა რაც შედარებით კარგად ვარ. დღეს გამომწერეს საავადმყოფოდან სახლში. ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი. ღვთის წყალობით გადავრჩი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჩიბუხაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ.

"გამომძიებლებს ჯერ არ დავუკითხივარ, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი", - აღნიშნა ჩიბუხაშვილმა.

ადვოკატი ამ ეტაპზე ვაკეში მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრისგანაც თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ის რამდენიმე დღეში გააკეთებს კომენტარს.

2 სექტემბერს, ვაკეში მომხდარი სროლის დროს სოსო ჯოხაძე მოკლეს, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბადრი ნათობაძე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი 8 სექტემბერს დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ