ლევან იზორია - ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს

ლევან იზორია - ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს

ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას შეთანხმდა.

როგორც იზორიამ განაცხადა, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც საკითხზე ტექნიკური შეთანხმება გაფორმდება.

"ჩვენ გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლის პროგრამა, უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში სწავლას და ეს მისასალმებელია. ჩვენ აღვნიშნეთ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საჰაერო-თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველო-საფრანგეთს შორის, ეს ხელშეკრულება არის ძალაში და პირობები შესრულდება", - განაცხადა იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."