მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს

მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს

ახალ მოსამართლეებს მაღალ შეფასებას ვაძლევ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული მოსამართლეები იქნებიან, შესაბამისად, მათი სახით ორი ღირსეული იურისტის შევსება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ თემის კომენტირებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მერაბ ტურავა ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებსაც შეეხო. მისი განმარტებით, "მოსამართლეებს ალბათ ჰქონდათ ამის ობიექტური მიზეზები, რომელზეც ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი". მისივე თქმით, სექტემბრის სამუშაო გრაფიკი არ არის დადგენილი და თუ უმრავლესობა სხდომების ჩატარებას დათანხმდება, თვითონაც უმრავლესობის მხარეს იქნება.

"რაც შეეხება პლენუმის შეკრებას და მუშაობის გრაფიკს, მე ვერ განვსაზღვრავ. ამას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე და მთლიანად პლენუმის შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე წარიმართება პროცედურა. რადგან მოსამართლეები კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ალბათ ჰქონდათ ამისი ობიექტური მიზეზი, შეიძლება ბევრი ისეთი გარემოება, რომელზეც მათ ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი. მათ შორის ვიყავი მეც. რაც შეეხება მუშაობის გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს კანონიდან გამომდინარე აუცილებელია და საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მოსამართლეები, ბუნებრივია, არ აპირებენ იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინონ. საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია პირველი ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. მე არ ვიცი სექტემბრის გრაფიკის შესახებ, ჯერ არაფერია დადგენილი. თუ უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს, მე რა თქმა უნდა უმრავლესობის მხარეს ვიქნები", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მან ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენციის პირველ დღეზე დაუსწრებლობის მიზეზებიც განმარტა. "ბოლო სამი დღის განმავლობაში მე ვიყავი საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში და შესაბამისად, ამ ღონისძიების გამო ვერ შევძელი ბათუმში ჩამოსვლა და დასწრება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ