საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება შესთავაზა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამის თაობაზე ის ბაქრაძეს სტრასბურგში ესაუბრა.
"ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.