პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილზე - რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?

პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილზე - რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პაატა ბურჭულაძემ დახმარების სანაცვლოდ დიდი თანხა მოსთხოვა, პაატა ბურჭულაძე ეხმაურება.

როგორც ბურჭულაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა თანხაზე საუბრობს ივანიშვილი.

"გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინტერესებს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? რა უნდა მომეთხოვა მე ისეთი? - ალბათ, როგორც მეფეებს თხოვენ ნახევარი სამეფო მომეციო - 3,5 მილიარდი. რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი წლის წინ მან პაატა ბურჭულაძეს დახმარება სთხოვა, რის სანაცვლოდაც ბურჭულაძემ მას "უამრავი ფული" მოსთხოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."