პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებაც არ უნდა წაერთვას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს კონსტიტუციური მოწყობის და მმართველობის სხვადასხვა ფორმა. ყველა მათგანი არის ლეგიტიმური და დემოკრატიული, თუმცა ეს საკითხი ზოგადად არის ფართო საზოგადოების გადასაწყვეტი და პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს უფლებაც არ უნდა წაერთვას", - განაცხადა მიშველაძემ.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციით, პრეზიდენტი ხალხმა კი არა პარლამენტმა უნდა აირჩიოს.