პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმე არსებითად განიხილება და არანაირი მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა. აღნიშნული მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ. მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ