ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა. იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა ორი დღის წინ სამართალდამცავებს ჩაბარდა.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.