შსს-მ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-მ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1974 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, თბილისში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ