"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს

"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს

პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ამაყია იმით, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილი უშბა მისი ნათლულია. უშბას მონათვლის ისტორიაზე ბურჭულაძემ "PalitraNews"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, ტარიელ ონიანის შვილი ლონდონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია.

"ტარიელ ონიანი მე პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც არის დღეს ლონდონში. 400-კაციან კონკურსში გაიმარჯვა სამმა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ დიდი ხანია, რაც ტარიელ ონიანთან ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან ის საქართველოში არ ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობის დეტალებზე - "ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი და მთხოვა მომენათლა უშბა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."