ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადატურებენ.

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა. დაკავებულის დის, ნათია გოგიჩაშვილის განცხადებით, ჯონი გოგიჩაშვილი სკოლიდან შინ აღარ დაბრუნდა, ტელეფონით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა ძმის ტელეფონზე რუსული ჯარის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ