ორსული არასრულწლოვანი ქმრის ნათესავმა გააუპატიურა - ამაზრზენი ფაქტი მარნეულში და არასამთავრობოს მოთხოვნა

ორსული არასრულწლოვანი ქმრის ნათესავმა გააუპატიურა - ამაზრზენი ფაქტი მარნეულში და არასამთავრობოს მოთხოვნა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგონას გაუპატიურების საქმეზე დამნაშვე პირისთვის ბრალის დაუყოვნებლივ წაყენებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს შეშფოთებას "მარნეულის რაიონის პროკურატურის არაეფექტური რეაგირების გამო დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას".

"ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დასკვნის შინაარსი გააცნო. მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე.

მიუხედავად ამისა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს. ადამიანის უფლებათა ცენტრი რეაგირების მიზნით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ითხოვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ, დაუყოვნებლივ იქნას წაყენებული ბრალი", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ამაზრზენი ფაქტი მარნეულში ზაფხულში მოხდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ფეხმძიმე მოზარდის მშობლებმა მიმართეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ არასრულწლოვანი ქმრის ნათესავმა, 47 წლის მამაკაცმა 8 ივლისს გააუპატიურა, თუმცა იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ