მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურა, სავარაუდოდ, ბრალს კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგენს, თუმცა უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ.