"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე

"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე

"მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის იქ" - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს.

ივანიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მსგავს შეფასებას "პაგონებიანი გიგაური" გააკეთებდა. თავად ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამო საქმის წარმოება ვერ შეჩერდება, ხოლო პროკურატურა ანგარიშვლადებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

"რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წაიკითხეთ; რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას

ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი ამ კონტექსტში "ლეიბორისტულ პარტიას" შეადარა, როგორც ფსევდოოპოზიცია, რომელიც მისი შეფასებით, საზოგადოების სირცხვილია.

"რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარესია, იმიტომ რომ მათ ემსახურება და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არაა. ორმაგი დანაშაული გამოდის",- დასძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."