დღეს, 22 სექტემბერს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველ ბლოკში - ლევან გოგიჩაიშვილის პირველი გამოჩენა ეთერში და რაში აპირებს ის უსუფაშვილს მოუგოს.
გადაცემის მეორე ბლოკში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები შეაფასებენ დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება "გაჭრილი ვაშლივით" ჰგავს ერთმანეთს.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.