ხოსე იგნაციო სანჩე - ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, იყოს დემოკრატიული და მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს

ხოსე იგნაციო სანჩე - ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, იყოს დემოკრატიული და მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს

ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, იყოს დემოკრატიული და მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრმა ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს დელეგაციის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოისმინეს მათი მოსაზრებები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ხოსე იგნაციო სანჩეს ამორის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიაწოდეს მისიის წევრებს ინფორმაცია დარღვევების ფაქტების შესახებ და ხაზი გაუსვეს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას.

ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან გამართავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."