NDI - გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალები და კაცები ერთნაირად ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ

NDI - გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალები და კაცები ერთნაირად ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

NDI-ის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, მაჟორიტარულ არჩევნებში და პარტიის/ბლოკის სიებში ქალი კანდიდატების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.

კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალები და კაცები ერთნაირად ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ.

მაჟორიტარობის კანდიდატების საერთო რაოდენობიდან 83% კაცი, 17% კი ქალია.

პარტიული/ბლოკის სიის კანდიდატების საერთო რაოდენობიდან 63% კაცი, 37% კი ქალია.

რიცხვები ასახავს კანდიდატთა მონაცემებს 2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით.

ამასთან, NDI-მ წარმოადგინა ორგანიზაციის 2016 წლის ივლისის კვლევის მონაცემებით, კვალიფიციური სუბიექტებისა და/ან ყველაზე პოპულარული პარტიების კანდიდატების განაწილება სქესის მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."