ლალი მოროშკინა 8 ოქტომბრის სანდრა რულოვსისეულ გეგმას ხატავს: "ოცნების" ლიდერების მკვლელობა", "ციხეში ბუნტი", "ჯარში არეულობა"...

ლალი მოროშკინა 8 ოქტომბრის სანდრა რულოვსისეულ გეგმას ხატავს: "ოცნების" ლიდერების მკვლელობა", "ციხეში ბუნტი", "ჯარში არეულობა"...

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის ორგანიზებით "ნაც.ზონდერების დესტრუქციული ქმედებებია" მოსალოდნელი:

"სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, 8 ოქტომბერს, 8 საათზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, დაიწყება სანდრა რულოვსის მეთაურობით ნაც.ზონდერების ძალთა ორგანიზებული დესტრუქციული ქმედებები! თბილისში, ბათუმში,ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში:

1.ალყის შემორტყმა "ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" შტაბებზე

2.10 000-მდე მხარდამჭერის მობილიზაცია რუსთაველზე

3.ციხეში ბუნტის დაწყება

4.ჯარებში არეულობა

5.სატელევიზიო სიგნალის გათიშვა

6. "ოცნების" პარტიის ლიდერების განზრახ მკვლელობა

7. შსს სამინისტროში ჩანერგილების მიერ ხელისუფლების გადაბარება

8.აშშ სა და ევროპაში ცსკოს დამკვირვებლების უარყოფითი შენიშვნები

9.აშშ-ს ელჩის განცხადება,რომ იმედები გაუცრუვდა და საარჩევნო პროცესი არ წავიდა დემოკრატიული გზით

10.კოჰაბიტაციის შვილების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ!

გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა   რ ე ვ ო ლ უ ც ი უ რ ო   ო ქ ტ ო მ ბ ე რ ო! სადაც ვიწროა იქ გაწყდეს! ხსნა მხოლოდ ყველას არჩევნებზე მისვლაშია!" - წერს მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი