"თავისუფალი ზონის" წევრი - პირებზე, რომლებმაც ორგანიზაცია ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს, სუს-ის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა

"თავისუფალი ზონის" წევრი - პირებზე, რომლებმაც ორგანიზაცია ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს, სუს-ის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ დავით გოგოხიას განცხადებით, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია "ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს", ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, "ივანიშვილის რეჟიმი" აგონიაშია და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას.

"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებული იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განხორციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით, ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით. ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და ის აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში, ის გადავა ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გოგოხიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ