ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრებზე- სუს-მა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი უკან წაიყვანა

ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრებზე- სუს-მა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი უკან წაიყვანა

სუს-მა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი უკან წაიყვანა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" 10 წევრის გადაწყვეტილებას, რომლებმაც ორგანიზაცია დატოვეს.

"მე მთელი დღე ვიყავი გზაში. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სუს-ის პროექტი. სუს-მა თავის გამოგზავნილი რამდენიმე პირი წაიყვანა უკან. 8 ოქტომბერს არჩევნები ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული".

ბესო კალაძემ დღეს ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან ერთად "თავისუფალი ზონა" დატოვა, რის მიზეზადაც სწორედ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული აღნიშნული დირექტივა დაასახელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."