გეგმავს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას?; რესპუბლიკელების პასუხი კალაძეს - დღეს "360 გრადუსში"

გეგმავს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას?; რესპუბლიკელების პასუხი კალაძეს - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 26 სექტემბერს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკში - გეგმავს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და ემზადება თუ არა ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციისთვის? ამ და სხვა თემებზე გადაცემის სტუმარი პეტრე ცისკარიშვილი იქნება.

გადაცემის მეორე ბლოკში - "რესპუბლიკელების" პასუხი კალაძეს. რა ხდება თსუ-ში და სუს-ში დაბარებული "თავისუფალი ზონიდან" წასული წევრები.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."