პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ გავიმარჯვებთ და დამოუკიდებელი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუხსნის იმ აბსურდულ ბრალდებებს

პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ გავიმარჯვებთ და დამოუკიდებელი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუხსნის იმ აბსურდულ ბრალდებებს

ჩვენ გავიმარჯვებთ, დამოუკიდებელი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუხსნის იმ აბსურდულ ბრალდებებს, რომელიც მასზე არსებობს და ჩამოვა საქართველოში, - ამის შესახებ "PALITRANEWS-ის" გადაცემა "360 გრადუსში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს 8 ოქტომბერს, რადგან ხალხი მიხვდა და დაინახა, რას წარმოადგენს "ქართული ოცნება".

"ჩვენ გავიმარჯვებთ. დამოუკიდებელი სასამართლო მოუხსნის იმ აბსურდულ ბრალდებებს, რომელიც მასზე არსებობს და ჩამოვა საქართველოში, აღიდგენს თავის მოქალაქეობას, წავა რთველში და ა.შ.", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების არანაირი მტკიცება, არანაირი ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. "ეს არის აბსურდი, რომელ ინფორმაციასაც ხელისუფლება ავრცელებს. მედია, პოლიტიკური ორგანიზაციები, ჩვენი პარტია შეეცადა გაეგო თუ რა პროვოკაციებზე საუბრობენ, თუმცა გამოვიდნენ და უტიფრად განაცხადეს, რომ პრევენციის მიზნით გავაკეთეთ ასეთი განცხადებაო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების დღევანდელ განცხადებებს, ცისკარიშვილის თქმით, ეს სუს-ის იაფფასიანი სპეცოპერაციაა. "ამ ბავშვების განცხადებას რაც შეეხება, ეს არის სუს-ის იაფფასიანი სპეცოპერაცია, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებ. მათ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს და არანაირ შინაარსს არ ეყრდნობა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."