როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი (იხილეთ ვიდეო)

აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან:

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:

ეს რომ წავიდეს და ის დარჩეს სადაც არის, არაფრით გამოვა? მივხედავდით თავს მშვიდად

ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი:

უნდა გავაცნობიეროთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა საბოლოოდ განსაზღვრავს საით მივდივართ. მივდივართ სწრაფი განვითარებისკენ, თავისუფლებისა და დამოკრატიისკენ, თუ ვუბრუნდებით ავტორიტარულ, ნაცისტურ მმართველობას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი საერთოდ აღარ ექნება!!!

თუ ამას სწორად გავაცნობიერებთ თითოეული ჩვენთაგანი, მხოლოდ მაშინ გადავარჩენთ ქართულ სახელმწიფოს!

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

პოლიტიკოსის (ან, როგორც მას უწოდებენ, "რეგიონული მასშტაბის ლიდერის") დეგრადაცია ნეტავი უსასრულო პროცესია, უფსკრულს ფსკერი არ აქვს თუ სადღაც, ოდესღაც შეიძლება რომ შეჩერდეს? თეორიული კითხვაა, ზოგადი. თუმცა ახალი "ფარული ჩანაწერით" მოტივირებული.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ამ "ჩანაწერებიდან", რომელთა არც კანონიერება დასტურდება და არც ავთენტურობა, მხოლოდ ის დასტურდება, რომ მისი საჯაროდ გამრჩევ-განმხილველები გონებრივად არცთუ უნაკლო და მორალურად სრულიად ნაკლოვანები არიან და ნებსით თუ უნებლიეთ, თამაშობენ მანიაკ ივანიშვილის ბინძურ თამაშს და მიყვებიან მის გეგმას.

p.s. და ეს ის საზოგადოებაა, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული მორალს მიკითხავს ხელისუფლების მიერ კანონიერად მოპოვებული ჩანაწერების კანონიერად გავრცელების გამო. ის მძიმე შეცდომა იყო, ვაღიარებ. ეს მძიმე დანაშაულია.

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:

აუ ჯერ ის "სისხლისღვრა" გვანახეთ რა - რუსთავი ორის შესანარჩუნებლად რომ უნდა გამართულიყო.

ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის სკანდალური კადრების ავტორი:

მართლა გასაოცარი დემოკრატია გაქვთ, გეფიცებით!

მეტი რა ქნან ამ კეთილშობილებმა, მაინცდამაინც სისრულეში უნდა მოიყვანონ გეგმა?

ხომ ხედავთ, ყველაფერზეა წამსვლელი ეს შეშლილი ნაბიჭვარი, შლეგადაა ქცეული!

იმოქმედეთ, სანამ დროა!

ეკა ბერიძე, ჟურნალისტი:

ამის "გაპრავება" ვინმემ შეიძლება სცადოს?

წაიკითხეთ ასევე:

"ესენი მოიგებენ და იქნება რევოლუცია და დედისტ..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს" - ლანა ღოღობერიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე