ავტორი:

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და მომღერალი ლუკა ჩიქოვანი ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ადრეული ასაკიდან მასწავლეს ადამიანის პატივისცემა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილების ამ ქვეყნად, უცნაურია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი პატივისცემა, მუდმივად ვებრძვით იმას, რაც არ გვესმის, ადვილია თითის გაშვერა სხვებისკენ და არა საკუთარი თავისკენ. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არის მოძრაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მესმის, რომ ჩვენი ქვეყანა დაფუძნებულია მორალურ და რელიგიურ პრინციპებზე, რომლებიც ღრმად არის გადგმული საერთო აზროვნებაში და ამას პატივს გვცემთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი და რელიგიური პრინციპი ადამიანის პატივისცემა და მათი უპირობო სიყვარულია. ჯერ კიდევ არ გვესმის, სხივი განსჯა ყველაზე მეტად აკნინებს ჩვენს ევოლუციას, სამწუხაროდ, საზოგადოება მუდმივად სხვაზეა ორიენტირებული, ცდილობენ გააუმჯობესონ და მიუთითონ სხვებს, მაგრამ არაფერს აკეთებენ საკუთარი თავის თვითშეგნებისთვის, ძალაუფლების ქონა სხვებზე გვსიამოვნებს, გვინდა მოდერნიზებულ და გლობალიზებულ საზოგადოება გვქონდეს, ეკონომიკურად მყარი, რის მიღწევასაც ამერიკის ან სხვა ქვეყნების მიბაძვით ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება სოციალური პასუხიმგებლობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

მე მესმის, რომ ეს თემა ზიანს აყენებს ქართული ეკლესიის ღირსებას და, ალბათ, ხალხის ზოგიერთ ტრადიციას, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ სოციალურ ევოლუციას, აწმყოში უნდა გავიღვიძოთ და გავიგოთ, როგორ ვითარდება ადამიანის აზროვნება, ხალხის საჭიროებები. თუ ეს ადამიანები იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი, ვინ უნდა გადავწყვიტოს, რა არის სწორი თუ არასწორი სხვა ადამიანისთვის.

ჯერ იფიქრეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, გაიგეთ, რომ სხვების მიმართ თანაგრძნობა არის ნამდვილი სულიერი და სოციალური ევოლუციის საიდუმლო, საუბრობთ ზნეობაზე, სიამაყეზე და სულიერ სიკეთეზე, მაგრამ თქვენ პირველი ხართ, ვინც არ იღებთ თქვენსგან განსხვავებულ აზრს, ეს უფრო ფსიქოლოგიური დიქტატურაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის გონებაში და აღქმაში ხდება,

გამოფხიზლდით! მტერი სხვაგან არ უნდა ეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი ჩვენი შინაგანი განწყობაა, ეს უზარმაზარი ეგო, რომელიც მომარათულია იმისათვის, რომ სხვებზე ჰქონდეს ძალაუფლება, რათა იგრძნოს თავი ვინმეზე მაღლა.

საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს, არ გვესმის, რომ ერთიანი უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ეს ეტაპი ძალიან ექსტრემალური და დელიკატურია, მაგრამ გთხოვთ, არ განსაჯოთ, ისწავლოთ სხვისი თვალითაც შეხედოთ ხალხს, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი მხარე, რომ მოუსმინო შენ შინაგან ხმას, რომელიც გეუბნება მის აზრს და ამ რწმენას მიჰყვე.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იესო ქრისტეზე და რწმენაზე, მაგრამ შეუძლია კი მორწმუნე კაცს სხვისი განსჯა? როგორ შეიძლება ადამიანმა სხვას გადაუწყვიტოს, რა არის სწორი და რა არასწორი მისთვის. თუ ნამდვილად მორწმუნე ხართ, გახსოვდეთ, რომ პირადი განვითარების ერთადერთი გზა არის თანაგრძნობა. ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განვითარებისკენ უნდა ვიღწოდეთ, მივიღოთ სხვისი აზროვნება, ფეხი ავუდგათ თანამედროვე აზროვნებას და არ დავივიწყოთ ძველიც, მხოლოდ ასე შევძლებთ გაუმჯობესებას. ჩვენ ყველას თავისუფლად შეგვიძლია გვიყვარდეს, ვინც გვსურს, არავინ არ უნდა დააწესოს, რა არის სწორი სიყვარული და ასეთი გზით მივიღებთ კაცობრიობას, რომლებიც გულით არ ფიქრობენ, არამედ სქემატიკურად, დაწესებული აზრებით არსებობენ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველოში ბევრს ჯერ კიდევ მზიანი გული აქვს და არ დავკარგოთ ეს!"

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

"კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებსო და გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი... დანარჩენებმა ბოდიშიც არ მოიხადეს" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?